რეგიონი
ზუგდიდში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 5 საათზე მეტია მიმდინარეობს
გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალთან უკვე 5 საათზე მეტია ბანკის თანამშრომლებისა და მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს. დაახლოებით ნახევარი საათის წინ თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი, ასაკოვანი ქალი გაუშვა. ინფორმაციისთვის ზუგდიდში იმყოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

შეიარაღებული მამაკაცი ბანკის შენობაში დაახლოებით 5 საათის წინ შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, მან შენობაში შესვლამდე ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ჰაერში გაისროლა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

ამავე თემაზე: 

შს მინისტრი ზუგდიდში იმყოფება 

ზუგდიდის ცენტრში ჯავშანმანქანები გამოჩნდა 

ზუგდიდის ცაზე ვერტმფრენმა დაიწყო პატრულირება

ზუგდიდში ბანკიდან კიდევ ერთი მძევალი გამოვიდა (ვიდეო)

ზუგდიდში, ბანკში შეჭრილი პირი 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

თავდამსხმელმა ასაკოვანი და ორსული ქალი ბანკიდან გამოუშვა - თვითმხილველი

ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალაში შეარაღებული პირი შეიჭრა

Print