ახალი ამბები
ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალი დალუქულია
ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალი სამართალდამცავებმა დილიდან დალუქეს. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

მოქალაქეებს ამ ეტაპზე მხოლოდ ბანკის ფოიეში არსებული სწრაფი გადახდის აპარატებითა და ბანკომატებით სარგებლობა შეუძლიათ. ამ ეტაპზე უცნობია, როდის განაახლებს ფილიალი მუშაობას.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკიდან მძევლების თანხლებით გაქცეულმა ბოროტმოქმედმა მიმალვა შეძლო. თავისუფალია ყველა მძევალი, მათ შორის, პოლიციის მაღალჩინოსანი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შეიარაღებულია, აქვს ავტომატის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა. მან წაიღო ფული და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

"საქართველოს ბანკში" შეიარაღებული პირის მიერ მძევლების აყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

ამავე თემაზე:

სამივე მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი მიიმალა

შსს ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდამსხმელმა, სხვა მძევლებთან ერთად, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაიყოლა

ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულდა 

გეგა შენგელია: მიდის ამის დაზუსტებაზე მუშაობა, თუ რამდენი მძევალი რჩება შენობაში

ზუგდიდში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 5 საათზე მეტია მიმდინარეობს

შს მინისტრი ზუგდიდში იმყოფება 

ზუგდიდის ცენტრში ჯავშანმანქანები გამოჩნდა 

ზუგდიდის ცაზე ვერტმფრენმა დაიწყო პატრულირება

ზუგდიდში ბანკიდან კიდევ ერთი მძევალი გამოვიდა (ვიდეო)

ზუგდიდში, ბანკში შეჭრილი პირი 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

თავდამსხმელმა ასაკოვანი და ორსული ქალი ბანკიდან გამოუშვა - თვითმხილველი

ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალაში შეარაღებული პირი შეიჭრა




Print