ახალი ამბები
შს მინისტრი: შეიძლება 43 ადამიანში იყო მისი თანამზრახველი
შინაგან საქმეთა მინისტრმა "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვაზე იმაზე, რომ მძევლებს შორის ერთ-ერთი შეიარაღებული პირის შესაძლო თანამზრახველი იყო, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მსგავს ინფორმაციას ვერ გააჟღერებს.

"მესმის, ძალიან ბევრი ვერსია ვრცელდება, თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავადასტურებ. ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. შეიძლება 43 ადამიანში 10 ადამიანი იყო მისი თანამზრახველი, ამას ვერავინ ვერ იტყვის, იყო თუ არ იყო. გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების მიმართ, აქედან გამომდინარე კომენტარს ვერ გავაკეთებთ",- აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ძალოვანი სტრუქტურის მთავარი ამოცანა იყო, რომ მძევლები არ დაშავებულიყვნენ და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. გომელაური ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათი მიზანი დამნაშავის პოვნა და დასჯაა.

"ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რაც დავისახეთ და ეს ხელმძღვანელობასთანაც შეთანხმებული იყო, პრემიერთანაც, დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ეტაპობრივად იყო ადამიანების გამოშვება - ჯერ 14, შემდეგ 7, შემდეგ 9 კაცი და ა.შ. რაც მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა. შევთავაზეთ გაყოლა, მაგრამ მან უარი გვითხრა. შემდეგ ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

მან მადლობა გადაუხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავას, რომელმაც მისი თქმით, მძევლების გასათავისუფლებლად საკუთარი სიცოცხლით გარისკა.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკიდან მძევლების თანხლებით გაქცეულმა ბოროტმოქმედმა მიმალვა შეძლო. მან წაიღო ფული და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: 

სამივე მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი მიიმალა

შსს ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდამსხმელმა, სხვა მძევლებთან ერთად, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა გაიყოლა

ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულდა 

გეგა შენგელია: მიდის ამის დაზუსტებაზე მუშაობა, თუ რამდენი მძევალი რჩება შენობაში

ზუგდიდში მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 5 საათზე მეტია მიმდინარეობს

შს მინისტრი ზუგდიდში იმყოფება 

ზუგდიდის ცენტრში ჯავშანმანქანები გამოჩნდა 

ზუგდიდის ცაზე ვერტმფრენმა დაიწყო პატრულირება

ზუგდიდში ბანკიდან კიდევ ერთი მძევალი გამოვიდა (ვიდეო)

ზუგდიდში, ბანკში შეჭრილი პირი 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს

ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

თავდამსხმელმა ასაკოვანი და ორსული ქალი ბანკიდან გამოუშვა - თვითმხილველი

ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალაში შეარაღებული პირი შეიჭრა

Print