ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ხმა ზუგდიდის განვითარებას მივეცი
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა ხმა ჭადრაკის სასახლის შენობაში მდებარე #1 უბანზე მისცა, სადაც შვილებთან ერთად მივიდა.

"მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, მე ხმა მივეცი ჩვენი ქალაქის, ჩვენი ზუგდიდის განვითარებას და ხმა მივეცი იმ ადამიანებს, ვინც ნამდვილად გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს კიდევ უფრო კომფორტული, კიდევ უფრო წარმატებული, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს ის განვითარების გზა, რომელზეც ის დგას. ზუგდიდს სჭირდება გუნდი, ადამიანთა წრე, ჯგუფი, რომელიც შეძლებს მისი ინტერესების დაცვასა, შეძლებს იმ დინამიკის შენარჩუნებას, რომელიც დღეს ზუგდიდში გვაქვს. ზუგდიდში მართლაც განახლების ეტაპი გვაქვს. ეს განახლება უნდა გაგრძელდეს ზუგდიდში", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ცესკოს ცნობით, ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში 109 საარჩევნო უბანია გახსნილი. აღნიშნულ ოლქში სულ 120 312 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
Print