ახალი ამბები
მალხაზ ჯალაღონია: უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე და დემოკრატიაზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიამ ხმა საკუთარ არჩევანი ზუგდიდის #16 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

"მე მივეცი ხმა საქართველოს აღმშენებლობას, ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობაზე და დემოკრატიაზე. ისეთი ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ მომავალი და მოხუცებს ღირსეული სიბერე", - აღნიშნა კანდიდატმა.

ჯალაღონიას თქმით, მას იმედი აქვს იმედი, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისგან თავს შეიკავებს.
Print