ახალი ამბები
ხმა მივეცი ანაკლიაში პორტის აშენებას, რომელიც პირადად ივანიშვილმა გააჩერა - გიგი უგულავა
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ხმა ზუგდიდის ჭადრაკის სასახლის შენობაში მდებარე #1 საარჩევნო უბანზე მისცა. მისი თქმით, ქვეყანას განვითარების გზაზე გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

"ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს განვითარების გზაზე. ქვეყანას სჭირდება მკაფიოდ პროევროპული მთავრობა, მთავრობა, რომელიც დაწევს გადასახადებს, რომელიც ეფექტურად შეებრძოლება პანდემიას. ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება ხალხის მხარეს, ასეთი ნამდვილად იქნება "ევროპული საქართველო". ასევე მივეცი ხმა იმას, რომ  აშენდეს პორტი, რომელიც პირადად ივანიშვილმა გააჩერა. ასევე, ზუგდიდს უნდა დაუბრუნდეს თვითმმართველობა", - აღნიშნა უგულავამ. 


Print