ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ზუგდიდში "ქართული ოცნება" პირველივე ტურში იგებს
"ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია პირველივე ტურში იმარჯვებს. მისი თქმით, ორი ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლებით, "ქართულმა ოცნებამ" 55% და 52% მოიპოვა. რაც შეეხება ზუგდიდს, შენგელია ამბობს, რომ აქ ირაკლი ჩიქოვანმა გაიმარჯვა, თუმცა ისინი კენჭისყრის შედეგებს დაელოდებიან.

"საზოგადოებამ უკვე იხილა ორი ტელევიზიის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგები, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ არის ჩატარებული. ერთი კვლევის შედეგად "ქართულმა ოცნებამ" 55%, ხოლო მეორე კვლევის შედეგად 52% მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიაღწია წარმატებას და გამარჯვებას, რასაც ვულოცავ პირველ რიგში ქართველ ხალხს და პოლიტიკურ გუნდს. რამეთუ ეს იყო კიდევ ერთი გამოწვევის წარმატებით გადალახვა. ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სტაბილური მომავლისთვის, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. რაც შეეხება ზუგდიდის ოლქს. აქაც, არჩევნები გარწმუნებთ, რომ დასრულდება პირველივე ტურში. უბრალოდ საბოლოო მონაცემებს. "ქართული ოცნების" კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა პირველივე ტურში გაიმარჯვა, თუმცა ახლა მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები, მე მოვუწოდებ თითოეულ პარტიას მივცეთ კომისიას მშვიდ გარემოში იმუშაონ, დათვალონ ხმები და შემდეგ გამოქვეყნდეს საბოლოო შედეგები, რის საფუძველზეც კიდევ ერთხელ დამტკიცდება ის, რომ ჩვენმა გუნდმა პირველივე ტურში გაიმარჯვა", - თქვა გიორგი შენგელიამ.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში 109 საარჩევნო უბანი იყოს გახსნილი, აქედან, 2 რუხისა და ანაკლიის კოვიდმიმღებ ცენტრებში მყოფ მოქალაქეებს ემსახურება. აღნიშნულ ოლქში სულ 120 312 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 64 073 ქალია, ხოლო 56 239 მამაკაცი.
Print