ახალი ამბები
მალხაზ ჯალაღონია: ენმ-ის დამკვირვებლები და კომისიის წევრები უფლებას არ მისცემენ, რომ გაყალბდეს თუნდაც ერთი ხმა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მთავრობამ არჩევნების ტოტალური გაყალბება ცადა.

"ძირითადი შედეგი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის რუსულ ოცნებას. იმ მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს, ზუგდიდმა ყველაზე მეტი ხმა მისცა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, გაერთიანებულ ოპოზიციას - ძალა ერთობაშიას". როგორც ვიცი ჯერ არ გამოცხადებულა მაჟორიტარულ ოლქებზე ეგზიტპოლის შედეგები, დაველოდოთ", - აღნიშნა ჯალაღონიამ.

კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ენმ-ის დამკვირვებლები და კომისიის წევრები მთავრობას არჩევნების გაყალბების უფლებას არ მისცემენ.
Print