ახალი ამბები
ჩიქოვანი - 953, ჯალაღონია - 855 ხმა: 5 უბნის შედეგები
ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში 109 უბნიდან, ამ დროისთვის 5 საარჩევნო უბნის მონაცემებია გამოქვეყნებული. შესაბამისი ოქმები ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შედეგებით "ქართული ოცნების" კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს 953, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილ მალხაზ ჯალაღონიას 855 ხმა აქვს მიღებული. რაც შეეხება "ევროპული საქართველოს" კანდიდატს, გიგი უგულავამ ამ უბნებზე ჯამურად 156 ხმა მიიღო.

უბნების მიხედვით ხმები ასე გადანაწილდა:

17-ე უბანი: ირაკლი ჩიქოვანი - 282; მალხაზ ჯალაღონია - 187; გიგი უგულავა - 49;

30-ე უბანი: ირაკლი ჩიქოვანი - 231; მალხაზ ჯალაღონია - 201; გიგი უგულავა - 32;

49-ე უბანი: ირაკლი ჩიქოვანი - 225; მალხაზ ჯალაღონია - 267; გიგი უგულავა - 54;

52-ე უბანი: ირაკლი ჩიქოვანი - 69; მალხაზ ჯალაღონია - 49; გიგი უგულავა - 8;

101-ე უბანი: ირაკლი ჩიქოვანი - 146; მალხაზ ჯალაღონია - 151; გიგი უგულავა - 13;
Print