ახალი ამბები
ზუგდიდში ერთ-ერთი უბნის გადასატან ყუთში ბიულეტენებს ხელახლა დაითვლიან
ზუგდიდის 46-ე უბანზე გადასატანი ყუთის ბიულეტენს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე თავიდან დაითვლიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა უთხრა. მისი ინფორმაციით, დღეს სხდომაზე საჩივრებს განიხილავენ.

სულ ოლქში 23 საჩივარი დაიწერა, მათ ნაწილზე რეაგირება უკვე დადგა. 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის 27-ე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ორ - "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს შორის უნდა გაიმართოს.

ბოლო მონაცემებით, ხმების რაოდენობით პირველი სამეული ასე გადანაწილდა:

მაჟორიტარული: ირაკლი ჩიქოვანი (ქართული ოცნება) - 48, 20%, მალხაზ ჯალაღონია(ენმ) - 36, 96%, გიგი უგულავა (ევროპული საქართველო) - 7, 23%.

პროპორციული: "ქართული ოცნება" - 46, 47%, ენმ - 38, 48%, "ევროპული საქართველო" - 4, 29%,




Print