ახალი ამბები
ზუგდიდში, ფოთსა და ხუთ სხვა ქალაქში 9 ნოემბრიდან ღამის საათებში გადაადგილება იზღუდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირის ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში, მათ შორის, ზუგდიდსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება იზღუდება. ამ პერიოდში სხვადასხვა სახის გადაადგილება აიკრძალება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში. ინფორმაცია საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე გააჟღერა

„შეზღუდვა გავრცელედება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე ,ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამ დროისთვის ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა მოქმედებს, მათ შორის, აკრძალულია 22 საათიდან რესტორნების ფუნქციონირება, სავალდებულოა ღია სივრცეში პირბადის ტარება და დიდ ქალაქებში სკოლებში სასწავლო პორცესი ონლაინ რეჟიმზეა გადასული.
Print