ახალი ამბები
ზუგდიდში მამაკაცმა მეზობელს სახეში ესროლა
ზუგდიდში, ე.წ კომბინატის დასახლებაში მამაკაცმა მეზობელს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლა. დაშავებულს დაზიანებები სახის არეში აღენიშნებოდა. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით მომხდარზე 1970 წელს დაბადებული პირია დაკავებული.  

Print