ახალი ამბები
2021 წლის ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტი 38 მილიონი 500 ათასით განისაზღვრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომდევნო წლის ბიუჯეტი 38 მილიონ 500 ათასი ლარი იქნება. ამის შესახებ პროექტის დოკუმენტში ვკითხულობთ.

აქვეა განსაზღვრული პრიორიტეტები და მიმართულებები, რომლესაც მომავალ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

მათგან ერთ-ერთია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება. პროექტით, 2021 წლისათვის 3 140 000 ათასი ლარი ჯანდაცვის ხელშეწყობის და სხვადასხვა სოციალური სახის 20 პროგრამის დაფინანსებაა გათვალისწინებული.

2021 წლის ბიუჯეტით განათლების სფეროს ფინანსური უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებულია 7 020 000 ლარის გამოყოფა.

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი - ამ მიმართულებისთვის 2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 780 000 ლარია გათვალისწინებული.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მთლიანობაში პროექტი ითვალისწინებს 8 529 700 ლარის გამოყოფას.

დასუფთავებისა და გარემოს დაცვის დარგისკენ მომდევნო წელს 5 880 000 ლარია მიმართული.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 7 659 400 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ააიპ-ებსა და შპს-ებს, მერიის მიერ შემუშავებული დოკუმენტაციით, მათი 2021 წლის საბიუჯეტო გეგმა 19 311 47 ლარით განისაზღვრა, მათგან „ზუგდიდასუფთავების ცენტრის“ გეგმა, პროექტის გათვალისწინებილია, 4 მილიონ 250 ათასი ლარი, „კეთილმოწყობის მართვის ცენტრის“ – 4 115 000, „მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლე“ – 1 220 ათასი, „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“ – 660 000, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ – 340 45, „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი“ – 1 025 ათასი, „საფეხბურთო კლუბი ოდიში 1919“ – 500 ათასი, “Anaklia – Ganmukhuri Resorts” – 969 5 ათასი, „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი“ – 1 981 52 ათასი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.
Print