ახალი ამბები
ზუგდიდში პირველ ტურთან შედარებით აქტივობა დაბალია - 15:00 საათის მონაცემები
15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის აქტივობა 18, 48%-ია. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, ამ დროისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 22 226 მოქალაქემ. მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ექსცესებს ადგილი არ ქონია.

რაც შეეხება საჩივრებს, მესხი ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი და ისიც პროცედურულ გადაცდომას ეხება.

ინფორმაციისთვის, ზუგდიდში ამ დროისთვის პირველ ტურში ამომრჩევლების აქტივობა 32, 84%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 15:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 40 000 მოქალაქეს ჰქონდა გაკეთებული.

საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 48,24 % მიიღო, ხოლო ენმ-დან მალხაზ ჯალაღონიას 36, 93 %-მა დაუჭირა მხარი. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ ის გააყალბა, რასაც ბუნებრივია უარყოფენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და ამბობენ, რომ მონაწილეობას არ იღებენ.


Print