ახალი ამბები
ზუგდიდელი გუკა ბაძაღუა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდელი გუკა ბაძაღუა უდანაშაულოდ ცნო. გამოძიება მას მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.

"როგორც იქნა, დადგა გამამართლებელი განაჩენი! ორი წლისა და ორი თვის დაუღალავი შრომის, სირთულეების, გამოწვევების შედეგად, ბოლო მოეღო პოლიციის შეკერილ საქმეს. კოშმარშიც კი არ დამესიზმრებოდა, ადამიანის სახლში მიპატიჟებას თუ ასეთი საგიჟეთი მოჰყვებოდა. თქვენმა მხარდაჭერამ, რასაც "ჩაკეტილ ოთხ თვეში" და შემდეგ ვხედავდი და ვგრძნობდი, შედეგი გამოიღო!", - წერს ბაძაღუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

ახალგაზრდის მხარდასაჭერად ზუგდიდსა და თბილისში აქციები რამდენჯერმე გაიმართა. აღნიშნულ საქმეზე აქტივისტებმა დაინტერესება გიორგი გახარიასაც სთხოვეს. 

გუკა ბაძაღუა 2018 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალად სკ-ის 376-ე მუხლი ედებოდა, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. თავდაპირველად თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით, 2019 წლის 28 იანვარს, მას აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალა.

ამავე თემაზე: 

გუკა ბაძაღუა სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

გუკა ბაძაღუას მხარდამჭერებმა კანცელარიასთან „საკანი“ აიღეს

პროტესტის მეოთხე დღე - გუკა ბაძაღუას მხარდამჭრები აქციის შეწყვეტას არ აპირებენ 

გუკა ბაძაღუას მხარდამჭერებმა ღამე კანცელარიასთან საკანში გაათენეს

საკანი კანცელარიასთან - გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერად აქცია დაიგეგმა

საქალაქო სასამართლომ გუკა ბაძაღუა პატიმრობაში დატოვა - მხარდამჭერები აქციას განაგრძობენ 

თბილისში გუკა ბაძაღუას საქმეზე სასამართლო პროცესი სოლიდარობის აქციის ფონზე იწყება

ზუგდიდში შს მინისტრს გუკა ბაძაღუას საქმით დაინტერესება სთხოვეს

თავისუფლება გუკას - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო, ვიდეო)

"გამოუშვით გუკა" - ზუგდიდში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართება




Print