ახალი ამბები
გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომელთაც ზუგდიდში ბინები გადაეცემათ
ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა, სამეგრელოს რეგიონში, მძიმე კატეგორიის ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ოჯახების, სია, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს მიიღებენ, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდა.

სააგენტოს ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში 68 ობიექტი იხურება, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, 55 დევნილი ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში, უპირობოდ, გადაეცემათ.

"სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ზუგდიდში (თბილისის ქ.N1) 9, 10 და 11 დეკემბერს გაიმართება", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გთავაზობთ დევნილი ოჯახების სიას, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ:

ერთოთახიანი ბინები

ოროთახიანი ბინები

სამოთახიანი ბინები

2+3 ოთახი

3+3 ოთახი


სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში, დამატებით, 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართებს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახები მიიღებენ.

ბინების განაწილების შემდგომ, სამეგრელოს რეგიონში მესამე და მეოთხე კატეგორიის ყველა ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ, დაიხურება.

ფოტო: დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო


Print