რეგიონი
სამეგრელოს კლინიკებში 100-მდე მძიმე და საშუალოდ მძიმე ინფიცირებულს მკურნალობენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 281 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 19-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 78 კი საშუალოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტია. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ყველაზე მეტი - 143 ინფიცირებული რუხის კლინიკაში მკურნალობს. სენაკში, სენამედის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდპაციენტი, ფოთის კლინიკაში - 41, ზუგდიდის ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 30 ინფიცირებული პაციენტია, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში კი - 27.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში 90 ადამიანი გამოჯანმრთელდა, საკარანტინო ზონაში კი 126 პირი იმყოფება.

ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში ვირუსის ინფიცირების 377 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი.
Print