ახალი ამბები
ნარკოდანაშაულისთვის ფოთის მკვიდრი დააკავეს, ამოღებულია 509 აბი "სუბუტექსი"
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ფოთის მკვიდრი 1 პირი - 1981 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით ბრალდებული თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 115 აბი ამოიღო. ხოლო ფოთში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 394 აბი "სუბუტექსი".

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print