ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოს მე-4 სართულიდან პაციენტი გადახტა (ვიდეო)
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე დაიღუპა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტი თავის ტვინის კეროვანი ტრავმის დიაგნოზით ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობდა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და რაიმე სახის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ აღენიშნებოდა.

„მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი იყო, იგეგმებოდა მისი გაწერა, თუმცა, ღამის საათებში მოულოდნელად გადახტა და სამწუხაროდ, ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. მკურნალობის პერიოდში პაციენტი იყო სტაბილური და რაიმე ფსიქიკური აშლილობის ეპიზოდები არ ჰქონია“, - აღინიშნა ორჟონიამ.
კითხვაზე, რამდენად იყო პაციენტის უსაფრთხოება დაცული და მარტო იმყოფებოდა თუ არა ის პალატაში, ორჟონია ამბობს, რომ მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს.

შს სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.



Print