ახალი ამბები
ზუგდიდში, ფოთსა და სხვა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ არ იმუშავებს
თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე იმოძრავებს. ამის შესახებ ვიცე პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვასთან ერთად აკრძალული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული შეზღუდვები ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა.


Print