ახალი ამბები
წალენჯიხაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
წალენჯიხაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი, 1982 წელს დაბადებული ს.გ დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული თანხის ნაწილი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის კუპიურების ქისა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, წალენჯიხაში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფული მოიპარა და მიიმალა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე: 

წალენჯიხაში გადახდის აპარატი გაქურდეს
Print