ახალი ამბები
ზუგდიდში 1 იანვარს 2 ბიჭი დაიბადა
ზუგდიდში წელს დაბადებული პირველი ბავშვები ბიჭები არიან. ამის შესახებ რადიო "ათინათს" რეფერალური ჰოსპიტალის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის განყოფილების უფროსმა სერგო ფიფიამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, პირველი ჩვილი დილის 7 საათზე დაიბადა. ახალშობილი რომლის წონა 3 300 გრ, სიმაღლე კი 51 სმ-ია, ოჯახში 1 შვილია.

"მეორეც ბიჭი დღის 1 საათისკენ დაიბადა, თითქმის 4 კილოა. ისიც პირველი შვილია", - გვითხა ექიმმა.

მისივე თქმით, ახალშობილები და მათი დედები თავს კარგად გრძნობენ.


Print