რეგიონი
აბაშაში მამაკაცი მაკრატლით დაჭრეს
სამართალდამცავებმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში 43 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, 48 წლის მამაკაცს მაკრატლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - მაკრატელი.

შსს-ში ამბობენ, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print