რეგიონი
როგორ გამოიყურებოდა ზუგდიდის თეატრი მე-20 საუკუნის დასაწყისში
ზუგდიდის თეატრში პირველი სპექტაკლი 1868 წლის 11 აპრილს დაიდგა. წარმოდგნილი იყო მოლიერის პიესა ,,ძალად ექიმი’’, რომელიც ანტონ ფურცელაძემ დადგა. დადიანების სასახლის ფეიბუკგვერდი პირველი დასის და თეატრის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც არქივშია დაცული.

ზუგდიდის თეატრის პირველი დასი. 1917წ.

„ზუგდიდში იყო ქართული წარმოდგენა თერთმეტ აპრილს სასარგებლოდ ზუგდიდის სასწავლებლის ბიბლიოთეკისა. ხარჯის გარდა დარჩა ფული წარმოდგენის შემოსავლისას ოთხიოდე თუმანი. ძალიან სამწუხაროა, რომ წარმოდგენის ზალა არ იყო მეტი. რაც შეეხება პროვინციულს სცენას, არ იყო ურიგოდ წარმოდგენილი. მმეტადრე ქალებმა: უეზდის ნაჩალნიკის მეუღლემ ნნატალია ვახრამოვისამ, გრაფინია ნინა დერაზმორდუკისამ და მარიამ ფურცელაძისამ ითამაშეს რიგიანათ“, - წერდა გაზეთი „დროება“ იმავე წელს.

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. საქართველოში თეატრის ისტორია პოეტისა და დრამატურგის, გიორგი ერისთავის, სპექტაკლით „გაყრა“ იწყება, რომელიც მან 1850 წლის 2 (14) იანვარს თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში დადგა. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.

მთავარი ფოტო:
ზუგდიდის თეატრის პირველი შენობა. მე-20 საუკუკინის დასაწყისი

Print