ახალი ამბები
გალის ე.წ. ადმინისტრაცია: ხანძრით დაზარალებულთათვის სპეციალური ანგარიში გაიხსნება
"ჩვენ უკვე მივმართეთ ხელისუფლებას თხოვნით, გარდა ამისა, იგეგმება სპეციალური ანგარიშის გახსნა დაზარალებულთა დასახმარებლად", - ამის შესახებ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ განაცხადა.
მისი თქმით, შემოსული დახმარება, რომელსაც გალში ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი კომისია განკარგავს, დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება. ინფორმაციას "გალ ტვ" ავრცელებს.


ამავე ინფორმაციით, გალის რაიონში 5 იანვარს გაჩენილი ხანძრის გამო, ყველაზე დიდი ზარალი, ძმების, ზუხბაიების ოჯახებს მიადგა. ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა მათი სახლები. კომისიის წარმომადგენლის სურამ ჯინჯოლიას თქმით, ოჯახს არანაირი სახსრები არ გააჩნია და ისინი უმოკლეს ვადაში საჭიროებენ დახმარებას, მით უმეტეს, რომ ოჯახში ერთ - ერთი მცირეწლოვანი - ონკოდაავადებულია.

წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად 200 ოჯახზე მეტი დაზარალდა. სამი სახლი დაიწვა ბარღებში მთლიანად დაიწვა, 2 კი დაზიანდა სიდაში, თუმცა, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ასევე, ცეცხლმა 200 ჰექტარზე გაშენებული თხილნარი გაანადგურა. დამწვარია დამხმარე ნაგებობებიც. სულ ხანძარი 700 ჰექტარზე იყო გავრცელებული.

ამავე თემაზე:

გალში ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს ფინანსურად ვეხმარებით - აფხაზეთის ა/რ მთავრობა
Print