ახალი ამბები
ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა გუბერნიის შენობას უაქციზო სიგარეტები ესროლეს
ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათი თქმით, ისინი უერთდებიან ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტების "კარვების აქციას", რომელიც ზუგდიდში მეორე დღეა მიმდინარეობს.



მათ ხელში ეჭირათ საპროტესტო ტრანსპარანტები და სხვა მოთხოვნებთან ერთად, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად შენობას უაქციზო სიგარეტები ესროლეს, რაც, მათი თქმით, კორუმპირებული ხელისუფლების სიმბოლოა.


იმავე თემაზე:

ზუგდიდში აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ



Print