ახალი ამბები
ინგირის სკოლაში კორონავირუსის გამო სწავლა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება
ინგირის მეორე საჯარო სკოლაში რამდენიმე კლასის მოსწავლეები სწავლას ონლაინ რეჟიმში განაგრძობენ. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, მოსწავლეების გარდა, კორონავირუსი გამოუვლინდა ორ მასწავლებელსაც.

"ჯერ პირველი და მესამე კლასების მოსწავლეებს დაუდასტურდათ ვირუსი, შემდეგ კი მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებსაც. ასევე, ორ პედაგოგს. შესაბამისად, აღნიშნულ კლასებში სწავლება დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება", - აღნიშნა ბულიამ.

ზუგდიდის სოფლების სკოლების უმრავლესობაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 18 იანვრიდან მიმდინარეობს.




Print