ახალი ამბები
ზუგდიდში შენობის ჩამონგრევისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდში, ავარიული კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უთხრეს. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მოზარდს მოტეხილობები არ აღენიშნება და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. 

ინფორმაციისთვის, თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ნაწილი, სადაც რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ჩამოიშალა. ნანგრევებში 13 წლის გოგონა მოჰყვა.
Print