ახალი ამბები
სენაკში მკვლელობის მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს, დაჭრილია 4 პირი
სენაკის პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ზ.ნ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სენაკში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სანადირო თოფიდან 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ის მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა ოთხ პირს: 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ს, 1992 წელს დაბადებულ ხ.ს.-ს, 1960 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს და 1984 წელს დაბადებულ რ.ნ.-ს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს", - ამბობენ უწყებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Print