ახალი ამბები
ფოთში პოლიციის შენობის მიმდებარედ მამაკაცი ჩაცხრილეს
ფოთში, პოლიციის მომსახურების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, შუახნის მამაკაცი ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის ადგილზევე გარდაიცვალა. 

შს სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გაავრცელებს. 


Print