რეგიონი
ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შალვა პოპას (შალიკაშვილი) ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად სწორედ პატიმრობას მოითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბრალდებულის ადვოკატების თქმით, მათ დაკავებულის 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხივეს. პოპას უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშუაოდ მიიჩნევს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

ინფორმაციისთვის, 4 თებერვალს ფოთში, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შენობასთან გურამ ახალაია საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
Print