ახალი ამბები
კორონავირუსი ზუგდიდის კიდევ ერთ სკოლაში დადასტურდა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მე-5 კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე დროებით გადავა. განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ბულიას ინფორმაციით, კორონავირუსი ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა.

"ორი პარალელური კლასია, ერთ-ერთში გამოვლინდა ერთი შემთხვევა. ინფიცირებული ბავშვი ბოლო სამი დღე არ დადიოდა სკოლაში და ათი დღის ნაცვლად, ამ კლასის მოსწავლეები დისტანციურად 1 კვირა ისწავლიან", - აღნიშნა ბულიამ.  

ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესის კლასებში დაწყებიდან დღემდე, ოფიციალური მონაცემებით, 10-ზე მეტი შემთხვევა არ გამოვლენილა.


Print