ახალი ამბები
ზუგდიდში შესაძლოა მოთოვოს
სინოპტიკოსები სამეგრელოში, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თოვლს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-დან 21 თებერვლის ჩათვლით დროგამოშვებით ითოვებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +3, +4 იქნება, ხოლო ღამის საათებში -3,-4 -მდე დაეცემა.

"სამეგრელოში დღეს წვიმა შენარჩუნდება და გაგრძელდება ტემპერატურის კლება. გამორიცხული არ არის 17-18 თებერვალს მოთოვოს, დაიწყება თოვლჭყაპით და თანდათანობით გადავა თოვლში. 18 თებერვალს უფრო აცივდება და ნალექი თოვლჭყაპის სახით წამოვა, რომელიც შესაძლოა ინტენსიურიც იყოს.  ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა -3,-4 იქნება, ხოლო მუნიციპალიტეტის შემოგარენში, მთაგორიან სოფლებში შესაძლოა -5 გრადუსიც იყოს. 19-20  თებერვალს ისევ თოვლს ველოდებით. შემდეგ დღეებში ყინვა შენარჩუნდება", - განმარტა რადიო "ათინათთან" საუბარში მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.  

სინოპტიკოსები თვის ბოლომდე არამდგრად ამინდებს ვარაუდობენ.
Print