ახალი ამბები
შს მინისტრმა სამეგრელოს სამხარეო პოლიციაში თათბირი ჩაატარა
შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში საპოლიციო დანაყოფის ხელმძღვანელებს შეხვდა. უწყების ცნობით, ზუგდიდში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა განიხილა.

ამავე ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებებზე ისაუბრა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.
ვახტანგ გომელაურმა მსგავსი შეხვედრები აჭარასა და გურიის რეგიონებშიც გამართა.

ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს 10 თებერვლიდან პოლიციის პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე ხელმძღვანელობს.

Print