ახალი ამბები
ზუგდიდში „ოქროს ბირჟა“ დააყაჩაღეს (ვიდეო)
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „ოქროს ბირჟიდან" რამდენიმე წუთის წინ ოქროულობა გაიტაცეს. თვითმხილველების ინფორმაციით, უნივერმაღის ყოფილ შენობაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი შევარდა და ოქროულობა გაიტაცა. 

გამყიდველების ცნობით, ბოროტმოქმედებს, სავარაუდოდ, იარაღი ჰქონდათ, მათ მიმალვა შეძლეს.

"20-22 წლის ბიჭები იყვნენ. ვნახე როგორ გარბოდნენ, ერთმა გამყიდველმა ფეხი დაუდო და ერთ-ერთი წაიქცა, ხელიდან ღურბელი გაუარდა, სადაც ოქროულობა ეწყო, ცოტა დაუცვივდა, მაგრამ ისევ ადგა და გაიქცნენ", - თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Print