ახალი ამბები
მგფ: ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის მშენებლობა ამ ეტაპისთვის არ იგეგმება
ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყება წელს არ იგეგმება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი პანდემიით გამოწვეული მდგომარეობაა და კვლავ უცნობია როდის დაიწყება მშენებლობა.

ინფორმაციისთვის, თავშესაფრის პროექტი შპს "კოლოსმა" მოამზადა. ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში თავშესაფრის მოწყობის პროექტირებაზე 155 000 ლარი დაიხარჯა. 

ამ ეტაპისთვის, მუნიციპალიტეტი მიუსაფარი ძაღლების პრობლემას მათი ნაწილის ოზურგეთის თავშესაფარში დროებით გადაყვანით ებრძვის, სადაც ცხოველებს შესაბამის მომსახურებასთან ერთად, კასტრაცია-სტერილიზაცია უტარდება.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდიდან 180 ძაღლს ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანენ

ზუგდიდში ცხოველთა თავშესაფარი 250 ძაღლზე იქნება გათვლილი

ზუგდიდში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

მერაბ ქვარაია: ზუგდიდში ცხოველთა თავშესაფარი აშენდება
Print