ახალი ამბები
სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია ორ დღეში დაიწყება
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია სამეგრელოს კიდევ ოთხ მუნიციპალიტეტში 17 მარტს დაიწყება. პროცესს ორ დღეში ფოთის, სენაკის, წალენჯიხისა და მარტვილის მედპერსონალი შეუერთდება, 18 მარტიდან კი ვაქცინაციას ჩხოროწყუში, აბაშასა და ხობშიც დაიწყებენ.

"საზოგადეოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი კოროვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინააციის პროცესს მომზადებული შეხვდა. მათ სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი.

"ასტრაზენეკას" ვაქცინით ზუგდიდში ექიმების ნაწილი უკვე აიცრა. ამ დროისთვის სპეციალურ პორტალზე 40-მდე ზუგდიდელი მედპერსონალია რეგისტირებული. რეგიონის მასშტაბით ვაქცინის 3100 დოზაა გამოგზავნილი.

საქართველოში პირველი მედიკოსი, რომელიც "ასტრაზენეკათი" აიცრა, ზუგდიდელი ალერგოლოგი ლანა უბილავაა.



Print