ახალი ამბები
ხობში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხობში, ქალაქის ტერიტორიაზე, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შენობა ხისაა და ქრობის სამუშაოებში სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია ჩართული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

Print