ახალი ამბები
ზუგდიდში ავარიის შედეგად მოზარდები დაშავდნენ
ზუგდიდში ლევან II დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდები დაშავდნენ. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, ისინი ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როცა მსუბუქი ავტომობილი დაეჯახათ. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები. ორივე მოზარდის მდგომარეობა, ექიმების ინფორმაციით, სტაბილურია და უტარდებათ გამოკვლევები.
Print