ახალი ამბები
დავით შამათავა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორად დაინიშნა
ზუგდიდის ა(ა)ი.პ "მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლეს" დავით შამათავა უხელმძღვანელებს. ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ ახალი დირექტორი უფლება-მოვალეობების შესრულებას დღეიდან შეუდგა.

აქამდე შამათავა მერიის ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილებაში მუშაობდა.

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გასული წლის ნოემბერში კორონავირუსისგან ნინელი ჭითანავა გარდაიცვალა, რომელიც სასახლეს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
Print