ახალი ამბები
ზუგდიდში ქალს მატარებელი დაეჯახა

ზუგდიდის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებელი ქალს დაეჯახა.

თვითმხილველების ინფორმაციით, 80 წლამდე ქალს ქვედა კიდური აქვს დაზიანებული.

 

მათივე თქმით, ქალი კონტაქტური იყო და საკუთარი ვინაობაც თქვა. როგორც ირკვევა დაშავებული სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს და სავარაუდოდ სახლში მიდიოდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

Print