ახალი ამბები
ზუგდიდში, სავარაუდოდ, ყოფილმა სიძემ სიმამრს ესროლა

ზუგდიდში, ძველი ავტოსადგურის შენობის მიმდებარედ ავტომობოლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს.


გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა სიძემ სიმამრს ესროლა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, წარსულში არსებული უთანხმოება იყო.

სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ადგილიდან ქალაქის პოლიციის სამმართველომდე, დაახლოებით, 100 მეტრია.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


 

Print