ახალი ამბები
ხვალიდან ზუგდიდის მესამე სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება
1 აპრილიდან ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ უთხრა. აღნიშნულ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაახლოებით, 2 წელია მიმდინარეობს, მოსწავლეები კი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე წელიწადზე მეტი ხანია იმყოფებიან.

მანამდე, რამდენიმე თვე ბავშვები პირველ და მეორე საჯარო სკოლებში იყვნენ გადანაწილებულები, თუმცა იმის გამო, რომ სარემონტო სამუშაეოები პირველ სკოლაშიც დაიწყო, მოსწავლეები სრულად ონლაინ სწავლაზე გადაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, პროექტით გათვალისწინებული იყო საკლასო ოთახების, ფოიეს, ბიბლიოთეკის, სველი წერტილის, განათების, ხელოვნური სტადიონისა და სპორტული დარბაზის მოწყობა. სკოლა შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. პროექტის ღირებულება 781 000 ლარია. თავდაპირველად მშენებლობის დასრულება 2020 წლის სექტემბერში იგეგმებოდა.


Print