რეგიონი
მდინარე ენგურში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა
ზუგდიდის სოფელ შამგონაში, მდინარის გავლით, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება.

განკარგულებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 7 აპრილს სოფელ შამგონაში მდინარე ენგურმა ერთი ცხედარი გამორიყა. ის ადგილობრივებმა შენიშნეს. მოგვიანებით მაშველებმა კიდევ სამი პირის ცხედარი იპოვეს. ისინი გალის მკვიდრები არიან და მდინარის გავლით ზუგდიდში ცდილობდნენ გადმოსვლას. გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მოულოდნელად ადიდებული მდინარიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხეს. ისინი ოკუპირებული ტერიტორიიდან , საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სხვადასხვა საჭიროებებისთვის, მათ შორის, საყიდლებისთვის გადმოდიოდნენ. 

Print