ახალი ამბები
ზუგდიდში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში, თაბუკაშვილისა და ლაზის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა.

მათივე ცნობით, დაშავებულებიდან 2 პირის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მედიკოსები მათ პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია.

შს სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print