ახალი ამბები
1 წლიანი პაუზის შემდეგ ზუგდიდის თეატრმა სპექტაკლის პრემიერა გამართა (ვიდეო)
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრს 153 წელი შეუსრულდა. ისტორიული საიუბილეო თარიღი თეატრის დასმა კულტურის სახლის ყოფილ შენობაში, სპექტაკლის პრემიერით აღნიშნა.
"ნოველები ცხოვრებიდან ანუ დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი" რეჟისორმა ლაშა შეროზიამ ჰანოჰ ლევინის ნოველების მიხედვით დადგა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით, მაყურებლებს შორის დაცული იყო დისტანცია.

153 წლის წინ, 1868 წლის 11 აპრილს, ზუგდიდის თეატრის სცენაზე პირველი სპექტაკლი, მოლიერის "ძალად ექიმი" ანტონ ფურცელაძემ დადგა.

ინფორმაციისთვის, თეატრის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწია. პროექტი "ქართუ" ბანკმა 16 მილიონი ლარით დააფინანსა. სამშენებლო სამუშაოები კომპანია "ატუმ" 2019 წელს დაიწყო.
Print