ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ვიზიტორებს დროებით ვერ მიიღებს. მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით,  
გასულ კვირაში ერთ-ერთ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, რის გამოც აქ დასაქმებული ადამიანების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა.
„პარასკევს დაუდასტურდა ერთ თანამშრომელს ვირუსი და ახლა დახურულები ვართ. სამშაბათს გავიტესტებით ყველა და პასუხების მიხედვით, მივიღებთ გადაწყვეტიელბას", - აღნიშნა მუზეუმის ხელმძღვანელმა ლილი ბერაიამ.
ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 216  პაციენტი მკურნალობს. ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები