ახალი ამბები
დადიანების მუზეუმი კორონავირუსის გამო დროებით დაიხურა
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი ვიზიტორებს დროებით ვერ მიიღებს. მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, გასულ კვირაში ერთ-ერთ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, რის გამოც აქ დასაქმებული ადამიანების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა.

„პარასკევს დაუდასტურდა ერთ თანამშრომელს ვირუსი და ახლა დახურულები ვართ. სამშაბათს გავიტესტებით ყველა და პასუხების მიხედვით, მივიღებთ გადაწყვეტიელბას", - აღნიშნა მუზეუმის ხელმძღვანელმა ლილი ბერაიამ.

ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს. ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.


Print