ახალი ამბები
ხაიშში პოლიციელის ცემისთვის დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
მესტიის სოფელ ხაიშში პოლიციელის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ზუგდიდის რაიონულმმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.

რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე კიდევ ორ პირს, ისინი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.

ინფორმაციისთვის, გასულ კვირაში სოფელ ხაიშში კომენდანტის საათის დროს ხუთმა პირმა პოლიციელს სცემა. შსს ცნობით, ძალადობის მიზეზი სამართალდამცავის მხრიდან მოქალაქეებისთვის მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვა გახდა.

Print