ახალი ამბები
ზუგდიდში ავარიის შედეგად 2 ქალი დაშავდა
ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ქალი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც რადიო "ათინათს" საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა, ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ კვლევები უტარდებათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
Print